გორის მერია: ,,სარკეები დაგვიმტვრიეს"
გორის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი სარკეების შეძენა 990 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ მერიის პრეს-სამსახურში განაცხადეს.

საზოგაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დაუდგენელმა პირებმა 3-ვე სარკე ერთდროულად ჩაამტვრიეს. ,,სწორედ, ეს გახდა ახალი სარკეების შესყიდვის მიზეზი" - აცხადებენ მერიაში.

კომპანია ,,თარო ჯორჯიამ" ერთი ცალი სარკის ღირებულება 330 ლარად შეაფასა. მერიის ცნობით, აღნიშნული სარკეები ტრანსპორტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები