,,ყელს გამოგჭრითო" - გორში პარლამენტარის ძმამ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე მაკრახიძე ჟურნალისტს ყელის გამოჭრით დაემუქრა.

ამის შესახებ qartli.ge - ს ჟურნალისტმა განუცხადა. ,,მთავარი არხის" ჟურნალისტს და მის ოპერატორს მაკრახიძე გორის საკრებულოს წინ, დაემუქრა.

,,მე და ჩემს ოპერატორს გვაგინა, ფიზიკურად შეგვეხო და ყელის გამოჭრით დაგვემუქრა. დანარჩენი “მთავარში” დღეს!" - აცხადებს გიორგი ახალკაცი.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი, ბაჩა გვიანიშვილი აცხადებს, რომ ასე მძიმედ არ იქნებოდა საქმე: ,,მე როგორც ვიცი, უფრო მსუბუქად იყო სიტუაცია, დეტალები არ ვიცი" - აცხადებს ბაჩა გვიანიშვილი.

ალექსანდრე მაკრახიძე დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ძმაა. ის კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002"-ის დირექტორია, პარალელურად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები