ახალი ამბები
გორისციხის ასასვლელში ძველი ქალაქის ნაშთები გამოჩნდა
წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილია გორის მიწისძვრის დროს დანგრეული შენობის ნაშთები. გორის ციხის ასასვლელში, სადაც ტურისტული ცენტრი, სავაჭრო ცენტრი და საპირფარეშო უნდა მოეწყოს, ძველი სახლების კედლები და მარნის ნიმუშები აღმოჩნდა.

ფოტოები qartli.ge-ს ჟურნალისტმა მაშინ გადაითო, როდესაც ტურისტული ცენტრის მშენებლობის ადგილის გადასაღებად მივიდა. ადგილზე კი, ასეთი სიტუაცია დაგხვდა.



qartli.ge წერდა, რომ სამუშაობს სამშენებლო კომპანია ,,სამშენებლო ტრესტი #3"-თან უკვე მოეწერა. კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე შეუდგა. სამუშაოები 2020 წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.



პროექტი ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ხორციელდება. მისი სახელწოდებაა „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში და მდგრადი განვითარება“

პროექტი დამუშავებული ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით და წარმოადგენს საბაზრო, სავაჭრო გადახურულ მაგრამ ამავდროულად შეუმინავ სივრცეს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ეროვნული სუვენირების, ტკბილეულის თუ სხვა ნაწარმის რეალიზაციისთვის.



,,შენობის კონცეფციის და არქიტექტურულ ვიზუალური გადაწყვეტის მიღებისას, გათვალისწინებული იყო ადგილმდებარეობის მნიშვნელობა და არსებული ლანდშაფტის მდგომარეობა. შენობა მისი უკანა კედლით მთლიანად შესმულია ფერდში, რის შემდეგაც ხდება აღნიშნული ფერდის შენობის შენობის სახურავზე გადმოყვანა და მთლიანად შენობის მწვანე საფარით გადახურვა. ამრიგად შენობა აღიქმება გორის ციხიდან როგორც ფერდობის ნაწილი და არა როგორც ცალკეული ამოვარდნილი ობიექტი. შენობის ფასადი აღიქმება ბესარიონ ჯუღაშვილის ქუჩიდან ამოსვლისას და აგრეთვე ერეკლე ტატიშვილის ქუჩიდან." - აღნიშნული პროექტში.





იხ. ამავე გაგრძელება:

ვახტანგ ყანჩაველი: ,,მშენებლობა შევაჩერეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნამდე
Print

სტატიის გამოყენების პირობები