ავთანდილ შოშიაშვილს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა
გორის კრივის სკოლის ხელმძღვანელს ავთანდილ შოშიაშვილს სპორტის დამსახურებული მოღვაწის სტატუსი მიანიჭეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს:

,,ქართული კრივის წარმომადგენლებს კრივში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სტატუსები." - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ შოშიაშვილის სახელი და გვარი დამსახურებული მოღვაწეების სიაშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები