,,ქართული ოცნების" გორის ოფისში ძველი და ახალი გუნდის წევრების შეხვედრა გაიმართა
ფოტოზე: ლევან და შაკა ჯომარდაშვილები

გორში ,,ოცნების" ძველმა აქტივისტებმა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს მათი ღვაწლის დაფასება მოსთხოვეს. ამის შესახებ დახურული შეხვედრა ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციაში გაიმართა.

ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, რომ დღეს ხელისუფლებაში თანამდებობას ისეთი პირები იკავებენ, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ,,ქართული ოცნების" კანდიდატებს დევნიდნენ.

ლევან და შაკა ჯომარდაშვილებმა თქმით, ისინი, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს არასოდეს უღალატებენ, თუმცა ვერ აიტანენ ,,ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულ წევრებს მაღალ თანამდებობებზე.

მათ შტაბის წარმომადგენელი გელა კაპანაძე შეხვდა. კაპანაძე აცხადებს, რომ ეს თემები გორში დიდი ხანია იხილება. მან საქმის კურსში პარტიის ცენტრალური ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩააყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები