ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს
დღეს, საღამოს, ერგნეთის საგუშაგოზე, ქართულ პოლიციას დაკავებული 3 მოქალაქე გადასცეს. ამ წუთებში ისინი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში დასაკითხად მიიყვანეს.

შაბათს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 4 მოქალაქე, მათ შორის, 14-წლის მოზარდი დააკავეს. მოზარდი მეორე დღეს, 8 დეკემბერს საღამოს გაათავისუფლეს, დანარჩენი სამი პირი კი, დღეს, 10 დეკემბერს გამოუშვეს. ყველა მათგანს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლებულები არიან სოფელ ბოჟამში მცხოვრებნი ემზარ და მერაბ გამხიტაშვილები, ასევე, ლამისყანის მკვიდრი ემზარ ზარიძე. დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროებმა დაკავებულებს სახერხი აპარატებიც დაუბრუნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები