ახალი ამბები
ბავშვების მიერ დახატული ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დღეს სამხატვრო ნამუშევრების გამოფენით დასრულდა. ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცე ბაგა-ბაღებისა და თავისუფალი სამხატვრო სახელოსნოს აღსაზრდელების ნამუშევრებს დაეთმო.

გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში გაიმართა.

პატარა მხატვრებს სამახსოვრო სიგელები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ვერიკო ბიწაძემ და ევროკავშირის პროექტის კოორდინატორმა პატრისია როსა გარსიამ გადასცეს.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გორში 25 ნოემბერს დაიწყო და მის ფარგლებში 16 დღის განმავლობაში გენდერული საკითხების პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება განხორციელდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები