გორში 7 შვილის მამა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
გორში, ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი, გიორგი საათაშვილი სიმსივნით გარდაიცვალა. გიორგი საათაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ qartli.ge-მ არაერთი რეპორტაჟი მოამზადა.

გარდაცვლილს მეუღლე და შვიდი შვილი დარჩა. მძიმედ დაავადებამდე გორის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა.

გორის მერიის საბოლოო გადაწყვეტილებით, მას სოციალური საცხოვრისი მისცეს, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. სოციალური საცხოვრისი მისცეს ასევე მის დას - ნაზი საათაშვილის, რომელიც ასევე მძიმე ავადმყოფია. რაც შეეხება ძმას, გიორგი საათაშვილს, ის კვლავ გორის ბაზართან, საპირფარეშოს მისაღებ ოთახში ცხოვრობს.

ცხოველთა დამცველის ირმა მთიულიშვილის ცნობით, ბავშვების დასახმარებლად საახალწლოდ კერძო პირები დახმარებას აპირებენ.

 

იხ. ამავე თემაზე:

მამაკაცი ანთებული ღუმელით ქუჩაში

11-სულიანი ოჯახისთვის ქირის თანხა 80 ლარია გათვალისწინებული


Print

სტატიის გამოყენების პირობები