პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს გორში გააცნობენ
2019 წლის 23 დეკემბერს გორში გაიმართება ნახევარდღიანი ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. შეხვედრაზე გაშუქდება პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

შეხვედრა სასტუმროში „Lucky“ 10:30 საათზე დაიწყება.

ღონისძიება ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან - „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ერთად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები