,,ბილიკის" მოსწავლეებმა გორის მინი ზოოპარკში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საზოგადოება ,,ბილიკის" მოხალისემ ნია (რუსუდან) ბარამაშვილმა მოსწავლეებს მინი ზოოპარკში უმასპინძლა.

,,დღის ცენტრ "სხივის" აღსაზრდელებს ესაუბრა, როგორ უნდა იზრუნონ ადამიანებმა ცხოველებზე და ერთად ესტუმრნენ გორის მცირე ზოოპარკს." - აღნიშნავენ საზოგადოება ,,ბილიკში".

გორის მინი ზოოპარკი, ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ცხოველთა დამცველები არასათანადო პირობებზე საუბრობენ. გორის მერია ამ ობიექტს თითქმის 10 წელია ინახავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები