ახალი ამბები
გორში პატრულის ეკიპაჟს ავარია მოუვიდა - მანქანას უფროსის მოადგილე მართავდა
გორში, ვერხვების დასახლებაში, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. ავარიისას პოლიციის მაღალჩინოსანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე დაშავდა.

შემთხვევა 11 დეკემბერს, დილის საათებში, მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, დაზიანებები პატრულის უფროსის მოადგილემ თავის არეში მიიღო.

რაც შეეხება მეორე მანქანას, მისი დაზიანების შესახებ, ინფორმაციას არ ადასტურებენ. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები