ახალ წელს გორში ჯგუფი ,,Seenთეზი" იმღერებს
გორში, საახალწლო კონცერტზე ჯგუფი ,,სინთეზი" მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის კულტურისა და ტურიზმის დასვენების ცენტრი ავრცელებს.

ღონისძიება ,,ახალი წელი 2020" 2019 წლის 31 დეკემბერს, საღამოს საათებში გაიმართება.

,,სინთეზის" წევრები არიან: ლევანი ყანდიაშვილი; ლუკა ხუციშვილი; ისიომა ფავოურ და არჩილ ბულაური.

მიწვეულები არიან მომღერლები მაკა სირბილაძე და ემზარ იორამაშვილი.

საახალწლო ღონისძიებისთვის ჯამში 6500 ლარი დაიხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები