ახალი ამბები
გორში მოსწავლე გოგონას მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს
გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონას მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს. პირადი ნივთი მას მეორე სართულიდან გადმოუგდეს.

ინციდენტის შესახებ უფროსკლასელმა მოსწავლემ მანდატურის სამსახურს აცნობა.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ტელეფონის დამტვრევას წინ უძღოდა კლასში კამათი:

,,ჩვენ ამ საკითხზე მოკვლევა დავიწყეთ. ინციდენტი მომხდარა კლასში. კამათის დროს, ჯერ ერთს გადაუგდია ჩანთა, მერე - მეორეს. როგორც ჩვენ ვიცით, ტელეფონი ამ ჩანთაში ყოფილა" - აცხადებს სკოლის დირექტორი.

სკოლის ხელმძღვანელის განცხადებით, კამათი გოგონასა და ბიჭს შორის მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები