ხურვალეთში ნარჩენების თემაზე მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ორგამიზაცია CENN-ის წარმომადგენელმა ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაზე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თემაზე, ტრენინგი ჩაუტარა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილება, გარემოს მდგომარეობის ყველაზე კარგი ინდიკატორია. რაც მეტი ნაგავი იყრება გარემოში, მეტად ბინძურდება დედამიწა.

ყოველდღიურად თითოეულ ადამიანს შეაუძლია შეამციროს ნარჩენი და დაიცვას დედამიწის ეკო სისტემა.

მოსწავლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, ორგანული ნარჩენით, ე.წ. კომპოსტის საშუალებით როგორ არის შესაძლებელი სასუქის მიღება, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდაში დაეხმარებათ.

ორგანიზაცია CENN- ი სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში საჩვენებელი ,,კოპოსტის" მოწყობას უახლოეს მომავალში გეგმავს USAID-ის WMTR II პროგრამმის ფარგლებში , რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია CENN-ი.

ხურვალეთის საჯარო სკოლა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც ითვალისწინებს ისეთი აქტივობების იმპლემენტაციას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები