დღეს, 13 დეკემბერს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლო
გაიმართება, სადაც პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა
გაფრინდაშვილის საქმეს განიხილავენ.
სასამართლო პროცესი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა ახალგორის რაიონში 9
ნოემბერს დააკავეს. მას დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის განზრახ
დარღვევას ედავება და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს
შეფარდებული.
სტატიის გამოყენების პირობები