ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალგორის (ლენინგორი) საოლქო სასამართლომ პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდადაშვილის საქმეზე მოსმენა დაიწყო. დახურული სასამართლო პროცესი ამ წუთებში ცხინვალში მიმდინარეობს.

სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე ფატიმა ფარასტაევა.

”ეხო კავკაზის” -ს ცხინვალის კორესპოდენტის ცნობით, გაფრინდაშვილი იმყოფება სასამართლო დარბაზში თავის ადვოკატ ვლადიმერ ფიდაროვთან, ერთად. შეხვედრის დაწყებამდე ადვოკატმა კომენტარზე უარი თქვა.

გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლი სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც ისჯება ჯარიმით, იძულებითი შრომით ვადით ორ წლამდე ვადით ან პატიმრობით იმავე ვადით.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მას მიენიჭა ორთვიანი პატიმრობა. თავად ექიმი არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ დააყენა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში 10-11 დეკემბერს და ასევე განიხილეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის დროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები