გორში საახალწლო ნაძვის ხეს 16 დეკემბერს აანთებენ
გორის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთება. მთავარ მოედანზე 19 საათზე შეიკრიბებიან.

პარალელურად განათდება ქალაქის საახალწლო მორთულობები - ლოლოები და ვარსკვლავები.

,,ნაძვის ანთებასთან ერთად მოედანზე კულტურის ცენტრის ახალგაზრდებისა და "Gloria Family Dance Studio"-ს მონაწილეობით გაიმართება ფლეშმობი. პატარებისათვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად Kids Land- ის ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ." - აღნიშნავენ გორის მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები