,,მგზავრობა არ შეფერხებულა" - ირწმუნებიან გორის ავტოსადგურში
იმ დროს, როდესაც თბილისის მიმართულებით მმართველმა პარტიამ აქციაზე ხალხის წასაყვანად ათეულობით მიკროავტობუსი და ავტობუსი დაიქირავა, გორის ავტოსადგურში მგზავრთა გადაყვანა არ შეფერხებულა.

ამის შესახებ qartli.ge-ს გორის ავტოსადგურში განუცხადეს. სადისპეჩერო განყოფილებაში და სალაროებში გვითხრეს, რომ მგზავრებს ჩვეულებრივ ემსახურებიან.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დილით გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მგზავრთა გადაყვანა შეფერხდა. თუმცა დაახლოებით 11 საათისთვის ავტოსადგურში ასეთი სიტუაცია დაგხვდა.
იხ. ამავე თემაზე:

Print

სტატიის გამოყენების პირობები