საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში აქცია გაიმართება - ,,თავისუფლება ვაჟა ექიმს"
დღეს, 15 დეკემბერს, 14 საათზე, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ოძისთან (დუშეთის მუნიციპალიტეტი) აქცია გაიმართება. ,,თავისუფლება ვაჟა ექიმს" - ეს არის აქციის მთავარი დევიზი.

პროცესი თბილისიდან იწყება. მოქალაქეები დილის 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე უკვე შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართებიან.

,,მყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობისა, ვისაც გული შეგტკივათ პატრიოტი ადამინის უკანონო ტყვეობაზე, გთხოვთ დაგვანახოთ თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ერთად მივიდეთ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი." - ასეთია მიმართვის ტექსტი.

შეგახსენებთ, 13 დეკემბერს, ცხინვალში ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ,,ეხო კავკაზა" ჟურნალისტის ცნობით, რომელიც ცხინვალში იმყოფება, გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე მიიღეს. სხდომას ფატიმა პარასტაევა ხელმძღვანელობდა.

”ეხო კავკაზის” -ს კორესპოდენტის ცნობით, გაფრინდაშვილი სასამართლო დარბაზში თავის ადვოკატ ვლადიმერ ფიდაროვთან ერთად იმყოფებოდა.

გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლი სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც ისჯება ჯარიმით, იძულებითი შრომით ვადით ორ წლამდე ვადით ან პატიმრობით იმავე ვადით.

მომდევნო პროცესი 2019 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება - იტყობინება ცხინვალელი ჟურნალისტი.

ქართველი ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მას მიენიჭა ორთვიანი პატიმრობა. თავად ექიმი არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

თამილა ლაფანაშვილი (ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე) ,,ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ დააყენა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში 10-11 დეკემბერს და ასევე განიხილეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის დროს. რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად ჩანს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები რომლებიც აქამდე გადადგა სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ ვამბობთ რომ ამ ეტაპზე ამან არ გაამართლა! ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ მინისტრთან და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას, რათა მოხდეს ამ მოქმედებების კოორდინაცია.

დღევანდელი დღე ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავთ საქართველოს. ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი პრინციპი არის ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა. იმ პირობებში როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია ციხეში სხვა ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება! რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და "ბოტების" სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება. ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს! მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"
Print

სტატიის გამოყენების პირობები