გორის თეატრის სცენაზე ,,მაკბეტს" ანჰოის პროვინციის თეატრს დასი წარადგენს
19 დეკემბერს, 19 საათზე, გორის თეატრის სცენაზე ,,მაკბეტს" წარადგენენ. გორში, 400-წლიანი ისტორიის მქონე ჰუიჯუს ოპერის დასი ჩამოდის.

დასმა „მაკბეტით" გააოცა პეკინი და მსოფლიოს უჩვენა ინოვაციური იდეებისა და შეუცვლელი უნიკალური ტრადიციის თანხვედრა.

,,ეს არის შექსპირის ცნობილი პიესის ინტერპრეტირება, რომელიც ინოვაციური ქორეოგრაფიის, გამორჩეული ტექნიკის და საოპერო გამოხატულებების შერწყმას წარმოადგენს." - აღნიშნავენ გორის თეატრში.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში და საიტზე : www.biletebi.ge
Print

სტატიის გამოყენების პირობები