100%-იანი გრანტის მქონე ახალგაზდებს მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა
გორის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების კურდამთავრებულ 26 წარმატებულ ახალგაზრდას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 500 ლარი გადასცეს.

ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე, რომელიც უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდების დაჯილდოებისთვის თანხა (13 000 ლარი) ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან" გამოიყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები