ახალი ამბები
დათა ვანიშვილის შვილიშვილი ხურვალეთელ გოგონაზე დაქორწინდა
ფოტოზე: მალხაზ და დათა ვანიშვილები, 2018 წლის იანვარი.

დათა ვანიშვილის შვილიშვილი დაოჯახდა. ვლადიკავკაზში მცხოვრებმა, 28-წლის მალხაზ ვანიშვილმა ქართველ გოგონაზე იქორწინა. ვანიშვილების მძახლები საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

,,კი, ეს ამბავი ნამდვილია. ჩემი შვილი და მალხაზი დაოჯახდნენ. სად და როგორ იცხოვრებენ, ჯერ-ჯერობით ამის თქმა გამიჭირდება." - გვითხრა გოგონას დედამ.

მალხაზ ვანიშვილი ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში გადავიღეთ. როცა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილის სანახავად ჩავიდნენ, ის პაპამისს ახლდა.

დათას შვილიშვილი, ამჟამად, 28 წლისაა. პაპისა და ბებიის სანახავად, სოფელში, ვლადიკავკაზიდან ჩადის. მშობლებთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს.

,,მეუბნებიან, რომ თუკი მავთულხლართებს 10 მ მანძილზე მივუახლოვდები, დამაკავებენ და გამიშვებენ ისევ ვლადიკავკაზში. აქ რომ ვიცხოვრო, რა გავაკეთო? სოფელში ვერ გადმოვდივარ, ცხინვალში კი, მიმოსვლა ჭირს, ახალგორი-ცხინვალის გზაზე, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, მოძრაობა ჭირს", - გვითხრა მალხაზ ვანიშვილმა 2018 წლის იანვარში..

qartli.gE-მ დღეს სცადა ამ ამბავის გაშუქება ხურვალეთიდან, თუმცა შსს-მ სოფელში არ შეგვიშვა.

ხ. ამავე თემაზე:

Print

სტატიის გამოყენების პირობები