ახალი ამბები
ბანკი 82-წლის ქალს ბინიდან ასახლებს
82-წლის ფეხმოკვეთილ ქალს ბინიდან ასახელებენ. მისი შვილი, ლია მიჩიტაშვილი სამუშაოდ, სწორედ, ბანკის ვალების გასტუმრების მიზნით, საზღვარგარეთ წავიდა.

ლია მიჩიტაშვილის ვაჟი, 2015 წელს, გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სუიციდის შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ახალგაზრდა მამაკაცი იმ პერიოდში გორის უნივერსიტეტში სწავლობდა. დედის მშობლიურ ქალაქში სასწავლებლად ჭიათურიდან იყო ჩასული.

გაირკვა, რომ ვაჟის გარდაცვალების მიზეზი ვალები გახდა. ამ ვალების გასტუმრების მიზნით, შვილიშვილს ბინა ბანკში, სწორედ, ბებიამ ჩადო:

,,2015 წლის 1 სექტემბრს ჩემმა შვილმა... საუკეთესო ბიჭმა!... მალე დედა გამიხდა ავად, მეოთხე წელია ლოგინს არის მიჯაჭვული ფეხმოკვეთილი...ჩემს შვილს დედაჩემის ბინა ბანკში ჰქონდა ჩადებული... რასაკვირველია სასამართლომ ვალის სამართალმემკვიდ მე მცნო, მაგრამ როგორ გადავიხდიდი 9 ათას დოლარს ჩემი მდგომარეობის პატრონი.. სასამართლოში სიარულის პარალელურად ავადმყოფ დედას და ძმას ვუვლიდი... სასამართლომ გადაწყვიტა ბინა უნდა გამეყიდა რომ ბანკის ვალი დაეფარა ... ვერც ბინა გავყიდე... არ გაიყიდა... ბანკი მირჩევდა სხვა ბანკში ამეღო კრედიტი, რომელსაც არცერთი ბანკი მომცემდა... თუმცა გრაფიკზე მთანხმდებოდა ... მაგრამ იმ დროში, რასაც მთავაზობდა, ესეც აბსურდი იყო..." - წერს ლია მიჩიტაშვილი.

ამ გარემოებების ფონზე, ლია მიჩიტაშვილმა ემიგრაციაში წასვლა და ადვოკატის დახმარებთ ბანკთან მოლაპარაკება სცადა, სანამ ბინას აუქციონზე გაიტანდნენ. მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო:

,,შემოიტან 9 ათას დოლარს და მოვხსნით აუქციონსო! ჩემი წამოსვლიდან ერთ თვეში ჩემი ძმა გარდაიცვალა... მხოლოდ 6 თვე ვთხოვე ბანკს და დახმარება შუამდგომლობისთვის ვთხოვე გორის დეპუტატს, ჭიათურის დეპუტატს, გორის მერს. მაგრამ ვერცერთი დამეხმარა... დეპუტატებმა იუსტიციის სამინისტროში გააგზავნეს წერილი და პასუხი უარყოფითი მიიღეს." - აღნიშნავს ლია მიჩიტაშვილი.

,,რამდენიმე დღეში ბანკი სახლიდან გამოასახლებს ინვალიდ 82 წლის ქალბატონს, რომელმაც 47 წელი იმუშავა და ბინა იმ სამსახურიდან აქვს... ვალის გადახდაზე უარს არ ვამბობდი, თუმცა ბანკმა რომელმაც 4 წელი დაიცადა, 6 თვეს აღარ მაცდის... და ამას ცხოვრება ჰქვია?!...დედაჩემს სოციალური დახმარება არ აქვს და ვეჭვობ იმიტომ რომ სოციალურად დაუცველის სტატუსით მოქალაქეს რაღაც შეღავათები აქვს, რომელიც სასამართლოსთანაც ჭრის ნაწილობრივ... თუ არა, ლოგინს მიჯაჭვულ პენსიონერს როგორ არ უნდა ჰქონდეს ის მათხოვრული დახმარება." - წერს ემიგრაციაში წასული დედა.

ლია მიჩიტაშვილის მდგომარეობას გორელი მწერალი და ჟურნალისტი, ოლია ბრაგვაძე გამოეხმაურა:

,,ამ წუთში მთელ სამყაროს შევტირი: დააცადეთ ამ ავადმყოფ ქალს, დააცადეთ, ქალს, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია. არ მკითხოთ ახლა რა დააცადეთო. თუ მაინც მკითხავთ, გიპასუხებთ: დააცადეთ ცხოვრების ბოლო წლები თავის სახლში გაატაროს."

Print

სტატიის გამოყენების პირობები