პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია უფასოა
საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით, უკვე რამდენიმე თვეა  პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს.

პაპილომა ვირუსი ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემის ვირუსული ინფექციაა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 10,11 და 12 წლის ასაკის გოგონებისთვისაა.

გორში, ვაქცინაცია ,,გორმედის" პოლიკლინიკაში, ყოველდღე, 10-დან 16:30 საათამდე ტარდება.

გორმედის პოლიკლინიკური დეპარტამენტის უფროსის, ნანა კობერიძის თქმით, აღნიშნული ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან ეს ვირუსი საკმაოდ გავრცელებულია და უამრავი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. მათ შორის არის საშვილოსნოს ყელის კიბოც, რომლისგან თავის დაცვის ეფექტური საშუალებაც სწორედ ეს ვაქცინაციაა.

,, არიან ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ ვაქცინაციის უსაფრთხოებაში, მაგრამ ამ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ეს აუცილებელია, რადგან საკმაოდ გავრცელებული ვირუსია და ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს. კურსი შედგება სულ ორი ინექციისგან და მათ შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა"" - ამბობს ნანა კობერიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები