ახალი ამბები
გორში მე-6 კლასელ ბავშვს მანქანა დაეჯახა - მძღოლს ეძებენ
.,,არც კი გააჩერა მანქანა" - გვითხრა მეექვსე კლასელი მოსწავლის დამრიგებელმა.

გოგონას მანქანა მესამე  სკოლის წინ დაეჯახა. ამ მონაკვეთში სიჩქარის შემზღუდველი ბარიერებია  დამონტაჟებული.

მოსწავლე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მივიდნენ მისი ოჯახის წევრებიც.

,,დიდი ალბათობით, სერიოზული არაფერია. შეძლო ბავშვმა გავლა" - გვითხრა კლასის დამრიგებელმა. ექიმებმა კლინიკაში მაინც წაიყვანეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები