გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 26-წლის მამაკაცი დაჭრეს
გორში, გვიან ღამით, 26-წლის მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გორის მაცნე" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაპირისპირება ნაქირავებ ბინაში დაიწყო.
,,შემოყვანილია 26 წლის ახალგაზრდა, პაციენტს გულმკერდისა და ბარძაყის არეში აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ნაკვეთი და ნაჩხვლეტი ჭრილობები. შემოყვანისთანავე ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაგეგმილია დამატებითი კვლევების ჩატარება“, - განაცხადა ,,გორმედის“ მორიგე ექიმმა ვიტალი სავანელმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები