ახალი ამბები
გორელი ინსპექტორი ,,ჯეკა"
დიდი ხანია გორის ცენტრში ძაღლი ცხოვრობს, რომელიც სასტუმრო ,,ინტურისტთან" მანქანებს და მის მძღოლებს ერთმანეთისგან არჩევს.

ბანკის წინ მდებარე ავტოსადგომის მეთვალყურის, ივანე ნალიყაშვილის თქმით, იმ მძღოლს, რომელიც ძაღლს არ მოსწონს, შორიდანვე სცნობს:

,,ძალიან ჭკვიანი ძაღლია. აქ თვეზე მეტია, რაც გამოჩნდა. მანქანებს შორიდანვე სცნობს. მე ვფიქრობ, რომ მძღოლებსაც არჩევს. ვინც არ მოსწონს, შორიდანვე ეყეფება. როგორც ჩანს, დამახსოვრებული ჰყავს ასეთი მძღოლები" - ამბობს ივანე ნალიყაშვილი.

ნალიყაშვილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტოსადგომის მეთვალყურეა. აქ ძირითადად ბანკის კლიენტები აჩერებენ მანქანებს:

,,როცა ვინმე მანქანას გაიყვანს პარკინგიდან, მეხმარება ფაქტობრივად. ხან დაეყეფება, ხან წინ გადაუდგება. როგორც ჩანს აფრთხილებს, რომ ფთხილად გამოვიდეს" - გვიხსნის იუმორით ნალიყაშვილი. ბატონი ივანე და მისი შვილი ,,ლიბერთი ბანკის" სადგომს დიდი ხანია ემსახურებიან.

მამა-შვილი იმასაც გვეუბნება, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ, ,,ჯეკა" მათ სახლში აცილებს:

,,ყველაზე მთავარი მაინც რა არის იცით? ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს ჰყავს მიჩვეული ძალიან. როგორც კი, სამსახურიდან გამოვა, ეს ძაღლი გაეკიდება ამ მანქანას. სანამ ის ბიჭი სახლში მივა, ,,ჯეკა" უკვე ელოდება სახლის ეზოსთან." - ამბობს ივანე ნალიყაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები