დევნილთა საჭიროებების შესახებ გორში შეხვედრა გაიმართა
დევნილთა საჭიროებების შესახებ გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას გორის საინფორმაციო ცენტრმა - შიდა ქართლის ჰაბმა უმასპინძლა.

რეგიონული დიალოგის ფარგლებში მიმდინარე პროექტს ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ახორციელებს.

საუბრის ძირითადი თემა რეგიონის დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევეს ეხებოდა, ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ამ თემის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს გამოწვევები.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მიშა ჩიტაძე აცხადებს, რომ დევნილთა სამინისტროში მრავალი ძირეული ცვლილება განხორციელდა, თუმცა მნიშვნელოვანია, ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტების როლი. მისი აზრით, თვითმმართველობის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

პროექტის ხელმძღვანელი იულია ხარაიშვილი განმარტავს, რომ სამინისტროში განხორციელებულმა რეფორმებმა გამოიწვია კომპეტენციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილება. ამიტომ, დევნილმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა უფლებამოსილებები გააჩნია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე, ყურადღება გამახვილდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციაზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები