ახალი ამბები
რუისში სტადიონს ყიდიან - მოსახლეობა მერიას მიმართავს
,,დაუბრუნდეს მიწის ნაკვეთებს სპორტული მოედნის სტატუსი" - ასეთია რუისის მოსახლეობის მოთხოვნა. ისინი მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტეტებენ.

ადგილობრივი მკვიდრის, ვლადიმერ ბუზიაშვილის განცხადებით, მიწის გასხვისებას ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი აპირებს. როგორც ირკვევა, მიწა აუქციონზეა გატანილი, საწყისი ღირებულება 49 000 ლარია.

ქარელის მერს, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გასვისების შესახებ, ნებართვა საკრებულომ მისცა. საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გარკვეული პროექტის ფარგლებში, აუცილებელია სტადიონი დანაწევრდეს და გაიყიდის.

ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი სადგურის მოწყობა იგეგმება. საქმეში ადვოკატი ბაკურ ზურაბაშვილი ჩაერთო. მისი განცხადებით, მხარეები სასამართლოს აუცილებლად მიმართავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები