ბელები გაიზარდნენ, რომლებიც მონადირემ ეკლესიას ,,შესწირა"
დათვების თავშესაფარი იმ ბელების ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, ძამას ხეობაში, მონადირეებმა ეკლესიას შესწირეს.

ამის ამსახველ ფოტოებს თავშესაფრის ხელმძღვანელი სოსო ჯიქურაშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეს ის ბელებია, რომლებიც ვარიანში, ერთ-ერთ საწყობში გამოკეტილი იპოვეს.

როგორც qartli.ge-მ 2019 წლის ზაფხულში გაარკვია, ვარიანელმა ბიზნესმენებმა ორივე ბელია ყინწვისის სამონასტრო კომპლექსიდან წამოიყვანეს. გაირკვა, რომ ეს ბელები ეკლესიის წინამძღვარს მონადირებ მას შემდეგ მიუყვანა, როდესაც დედა დათვლი მოკლა.

ცნობისათვის, ამ თავშესაფარში გორის მერიას დატყვევებული დათვი არ გადაყავს. მურა დათვი გორის ახალბაღში, ე.წ. მინი ზოოპარკშია მოთავსებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები