რატომ არის საჭირო ავტომობილის ფარების გასწორება ? [R]
ფარების გასწორება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე. როდესაც ფარები არ არის გასწორებული ღამე გადაადგილებისას იქმნება განათების პრობლემა, რადგან ევროპულ, ამერიკულ და იაპონურ მანქანებზე განსხვავდება მარჯვენა და მარცხენა ფარების სიძლიერე.

იაპონური ავტომობილის მარცხენა ფარი არის მეტად ძლიერი და მოძრაობისას თვალებში ანათებს შემხვედრი მარცხენასაჭიანი მანქანის მძღოლს, რაც მას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების შექმნა მძღოლებისთვის, შემაწუხებელი ნათება და ღამე გადაადგილება არ ქმნიდეს დისკომფორტს, აუცილებელია ფარების გასწორება.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად ყველა ავტომობილმა უნდა გაიაროს შესაბამისი ტექნიკური დათვალიერება, ფარების გასწორებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

რა უპირატესობები აქვს ფარების გასწორებას გარანტ მოტორსში?

ფარების გასწორება მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი, ასევე სხვა მძღოლების უსაფრთხოებისათვის. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე ზიანის მიყენება ადამიანებისათვის, აუცილებელია ფარების გასწორება გამოცდილ სპეციალისტებს მივანდოთ. სწორედ ასეთი პროფესიონალი ხელოსნებისაგან შედგება გარანტ მოტორსის გუნდი. ისინი უზრუნველყოფენ ფარების გასწორებას ყველა სტანდარტის დაცვით, ფარებში ჰერმეტულობის დარღვევის გარეშე. ფარების გასწორება საშუალოდ 15 წუთს საჭიროებს, ხოლო ფარების გადაკეთება 1-2 საათამდე გრძელდება.

გარანტ მოტორსი არის უმაღლესი ხარისხის ავტო სერვისი, რომელიც ცდილობს მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და სთავაზობს სწრაფ, ხარისხიან მომსახურებას. კომპანია ევროპულ სტანდარტებს აწესებს ქართულ ავტომომსახურების ბაზარზე. პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში, ცდილობს ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა სწრაფად და ხარისხიანად მოაგვაროს. გარანტ მოტორსი პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

როგორი ფასებია გარანტ მოტორსში?

ფარების გასწორება სხვადასხვა მოდელის ავტომობილზე განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავდება ფასებიც. ფარების გასწორების ფასი განისაზღვრება რამდენიმე დეტალის მიხედვით:

• გასწორება სტიკერით - 20 ლარი, სტიკერის გარეშე - 10 ლარი.

• ფარების გადაკეთება - 30 – 200 ლარამდე მერყეობს, დამოკიდებულია იმაზე ფარი ლინზაა, თუ ქსენონი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები