ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასასწრებად ბადრი მანჯავიძე და თამარ მეარაყიშვილი მივიდნენ
ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასასწრებად ბადრი მანჯავიძე და თამარ მეარაყიშვილი ჩავიდნენ. დახურული პროცესის გამო, ისინი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.

ადვოკატი ბადრი მანჯავიძეს ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს, ის საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. თამარ მეარაყიშვილი ახალგორიდანაა.
დღეს, დილით, ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. საქმის არსებით განხილვა დახურულ პროცესზე მიმდინარეობს.

ცხინვალში იმყოფება ,,ეხო კავკაზას" ჟურნალისტი. ის წერს, რომ ბრალდებულად ცნობილი ქართველი ექიმი პროცესზე უკვე მიიყვანეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 2019 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეს, გაფრინდაშვილს, რომელიც დაიბადა 1961 წლის 26 ივლისს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის
დარღვევა წინასწარ ჰქონდა განზრახული.

კგბ-ს მტკიცებით, დაკითხვის დროს, ქართველმა ექიმმა განმარტა, რომ მან საზღვარი სპეციალურად გადალახა "სოფელ მონასტერში ეკლესიის მონახულების მიზნით". თვლის, რომ ეს იყო ”საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლების ლეგიტიმური განხორციელებაა”, ასევე, მიიჩნევს, ” სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია ", ხოლო რუსეთი ” ქართული სახელმწიფოს მთავარ მტერს" წარმოადგენს - ციტირებს ვაჟა გაფრინდაშვილის სიტყვებს ,,კგბ".
Print

სტატიის გამოყენების პირობები