ახალი ამბები
ცხინვალში ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემ ,,ვეფხისტყაონის" მთარგმნელის გიორგი ბესტაუთის საფლავი მოინახულა
ცხინვალში ჩასულმა ადვოკატმა, ბადრი მანჯავიძემ ,,ვეფხისტყაოსნის" ოსურად მთარგმნელის, პოერ გიორგი ბესტაუთის საფლავი მოინახულა. ამის შესახებ ადვოკატმა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა, სადაც რამდენიმესაათიანი დაკითხვა მოუწყეს. ბადრი მანჯავიძე ამბობს, რომ მესაზღვრეებმა იმ ადამიანის დასახლება მოსთხოვეს, ვისთანაც მიდიოდა:

,,მე ვუთხარი, რომ მივდიოდი, ბატონ გიორგისთან, თუ ვინ იყო ეს გიორგი, მთხოვეს დაკონკრეტება. დავუკონრეტე, რომ ეს იყო გიორგი ბესტაუთი. მე მართლაც მოვედი გიორგი ბესტაუთთან, ოღონდ, მის საფლავთან. ის იყო ადამიანი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი თარგმნა და სიცოცხლის ბოლო წლებამდე, სწორედ, ამას აკეთებდა." - აცხადებს ბადრი მანჯავიძე.

ადვოკატმა ცხინვალიდან მიმართა თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომ თბილისში. ერთ-ერთ ქუჩას, სწორედ, ამ პიროვნების სახელი და გვარი მიენიჭოს.

ბადრი მანჯავიძე ცხინვალში გუშინ ჩავიდა. დღეს ის ცდილობდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასწრებას ცდილობდა, თუმცა არ შეუშვეს. ქართველი ექიმის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხ. ამავე თემაზე:

ერგნეთში ლილი ბესტაევმა დათო ტურაშვილს ოსურად ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი" აჩუქა

ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასასწრებად ბადრი მანჯავიძე და თამარ მეარაყიშვილი მივიდნენ

Print

სტატიის გამოყენების პირობები