შიდა ქართლში წელს ბრალდებულად 15 არასრულწლოვანი ცნეს
,,სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არასრულწლოვნების დანაშაულს თუ მეკითხებით, არანაირი ცვლილებაა." - ამის შესახებ იურიდიული დახმარების შიდა ქართლის ბიუროს ხელმძღვანელმა, გიგა ჯეირანაშვილმა განაცხადა.

მან qartli.ge-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ვრცელ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. გიგა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ ის საუბრობს მხოლოდ იმ სტატისტიკაზე, რომელიც შიდა ქართლის ბიუროში მიმართვიანობას ასახავს:

,,იცით რა არის? მე ვერ გეტყვით, დანაშაულის სტატისტიკას, მე შემიძლია გითხრათ სტატისტიკა ჩემთან მომართვიანობის. ჩემთან მომართვიანობის სტატისტიკა შეცვლილი არ არის. უბრალოდ, არის ერთი გარემოება, რომ ჩვენმა ბიურომ, შეიძლება წინა წელს აწარმოა 100-ით ნაკლები საქმე, ამის მიზეზი გახლავთ არა ის, რომ დანაშაული გაიზარდა. არამედ ჩვენი მანდატი გაიზარდა. თუ მანამდე ვემსახურებოდით ბრალდებულს, მსჯავრებულს და გამართლებულს, კანონმდებელმა ჩაგვიდო ჩვენ ვალდებულებად, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულიც ჩვენი ბენეფიციარი გახდა. ამან ბუნებრივია დღის წესრიგში დააყენა მატება საქმეების, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. მაგრამ არის საკმაოდ დიდი ჩამონათვალი იმისა, რასაც ირიდიული დახმარების ბიურო უბრალოდ არ წევს მომსახურებას. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მექნება, რაც იურიდიული დახმარების ბიუროს არ ეხება." - განაცხადა გიგა ჯეირანაშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2019 წლის მანძილზე, იურიდიული დახმარების ბიურომ შიდა ქართლში თითქმის 800 ადამიანს გაუწია იურიდიული დახმარება, ამათგან ბრალდებული არასრულწლოვანი მხოლოდ 15 იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები