ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯეს
ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ,,ეხო კავკაზა" ცხინვალიდან ადასტურებს.

პატიმრობის შესახებ ინობა თავდაპირველად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გაავრცელა.

,,ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1წელი და 9 თვე ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება" - აღნიშნავს დავით ასათიანი.

ადვოკატთა ასოციაციის წევრი ბადრი მანჯავიძე კი დღეს ცხინვალში იმყოფება. მან სასამართლო პროცესზე დასწრება სცადა, თუმცა პროცესი დახურული იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები