,,ტირძნისელ ჰაჩიკოს" პატრონი გამოუჩნდა
ძაღლი, რომელიც ერთი კვირის, სოფელ ერგნეთთან (ტირძნისი) გზის პირას ნახეს და დაკარგული ეგონათ, დღეს ისევ იმ ადგილას იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ავრცელებს. ,,ტირძნისელი ჰაჩიკო" - ასე შეარქვეს სოციალურ ქსელში ძაღლს, რომლის შესახებ qartli.ge წერდა.

ერგნეთში, ერთი კვირის წინ, რეპორტაჟის მოსამზადებლად მყოფმა ჟურნალისტებმა ის გზის პირას შენიშნეს, დაკარგული ეგონათ და ფეიქსბუზე ფოტოც დადეს.

დღეს კი, ჟურნალისტ ძმებს, გიორგი და გოგა ახალკაცებს ძაღლი ისევ იმ ადგილზე დახვდათ, გორში წაიყვანეს და მიიკედლეს. მანამდე კლინიკა ,,მარკოში" ვეტერინარული შემოწმება ჩაუტარეს.
იხ. ამავე თემაზე:

Print

სტატიის გამოყენების პირობები