,,მთავარია, ღამით ეს ყინვები შენარჩუნდეს" - აგრონომი მზიანი დეკემბრის შესახებ
,,მთავარია, ღამით ის ყინვები შენარჩუნდეს, როგორიც ამჟამად ფიქსირდება. მაგალითად, დილას 11 საათზე, ვნახე, რომ ისევ ჭირხლი (შეყინული ნამი - რედ) იყო" - აცხადებს ორგანიზაცია ,,კარტლისის" სპეციალისტი, აგრონომი დავით კაკაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, რაიმე საფრთხე ნარგავებისთვის არ არსებობს. იმედოვნებს, რომ თბილი კლიმატი თავის ზომიერებას და ბალანსს შეინარჩუნებს:

,,ამ წუთასაც ბლის ბაღში ვიმყოფები და მუდმივ რეჟიმში ვაკვირდები მდგომარეობას. განსაკუთრებით, ყურადსაღებია, ისეთი ხეების კვირტები, რომელთა ვეგეტაციის პროცესი დაბალ ტემპერატურაზე იწყება. ამ ეტაპზე, სახიფათო არაფერია. გუშინ ერთ-ერთ ხეზე პატარა პეპლებიც კი შევამჩნია, რაც მართლა არ არის კარგი, თუმცა, დღესდღეობით სიტუაცია ნორმალურია. გააჩნია, რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი." - განმარტავს აგრონომი.

უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში როგორც მთელ საქართველოში, განსაკუთრებით, შიდა ქართლში მზიანი ამინდები შენარჩუნდება. ასე გამოიყურება მზე ზედაველის მინდვრებზე.

გარემოს დაცვის სამინისტროს მეტეროლოგიური სამსახურის ცნობით, დღეს სითბო 14 გრადუს მიაღწევს, 2 გრადუსით მოიმატებს 25 დეკემბრამდე. ღამით, ცალკეულ დღეებში, ყინვა -2 გრადუსამდე დაეცემა.

წლევანდელი წელი ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესც გორის მეტეოსადგურის მონაცემების მიხედვით, დადგენილი წესი არ გამართლა. მეტესადგურის მიხედვით, ქალაქ გორში თოვლი 17 დეკემბერს უკვე ფიქსირდებოდა.

იხ. ამავე თემაზე: 

ეკემბრის მზე გორის მუნიციპალიტეტში

Print

სტატიის გამოყენების პირობები