გამოჩნდა ადამიანი, ვისაც ცნობილი ,,ჰაჩიკო" გზაზე ელოდებოდა
,,თქვენთან ვნახე ამ ძაღლის შესახებ ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის. ეს ძაღლი ყოველ საღამოს მე მელოდება ხოლმე. პატარა ფერმა მაქვს ტყვიავთან. როცა მივდივარ, იცის ჩემი გრაფიკი და მანდვე მხვდება" - ამბობს ტყვიავში მცხოვრები მოქალაქე.

დათო qartli.ge-ს დაუკავშირდა და იმ ძაღლის შესახებ ესაუბრა, რომლის ბედზე სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი წუხდა. qartli.ge წედა, რომ ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა ის ტყვიავი-ტირძნისის გზაზე შეამჩნია და ფოტო გადაუღო. სოციალურ ქსელში მას ,ტირძნისელი ჰაჩიკო" შეარქვეს.

ერთი კვირის შემდეგ, ამავე გზაზე, ჟურნალისტმა ,,ჰაჩიკო" ისევ ნახა. ძმებმა ახალკაცებმა ის სახლში წაიყვანეს. ახალი პატრონის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ტყვიაველი დათო qartli.ge-ს დაუკავშირდა:

,,ჩემ მეუღლეს უნახავს სტატია თქვენს გვერდზე. მაცნობა და მითხრა, რომ გორში გყოლიათ. სახლში ყველას გვიყვარს ეს ძაღლი. ნახვაც არაა საჭირო, მაშინვე ვიცანით, ეს ძაღლი ჩვენია და სულ მაგ ადგილზე მელოდება ხოლმე" - გვითხრა ტყვიაველმა მოქალაქემ. იგი დაგვპირდა, რომ დაუკავშირდება ჟურნალისტს და ძაღლის დაბრუნების შემდეგ, ტყვიავში გადაგვაღებინეს.



იხ. ამავე თემაზე:

ტირძნისთან ძაღლი მთელი დღეა პატრონს ელოდება

.,,ტირძნისელ ჰაჩიკოს" პატრონი გამოუჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები