გორში 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ
დღეს გორში 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიც მივიდა.

მანამდე, პროექტი გუშინ, 2019 წლის 23 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომაზე განიხილეს.

სხდომა დატოვა ზაქარია მებადურმა, რომელიც საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარეა. მას კამათი მოუვიდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან - ვასილისა ჯაბახიძესთან და ბექა ქორჩილავასთან.

ქორჩილავა და ჯაბახიძე პროტესტს გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ლომჭაბუკის სკვერს საკრებულომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი არ მიანიჭეს. მებადური აცხადებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს არავითარი უფლება აქვთ გამსახურდიას სახელი გამოიყენონ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები