გორში ტატულაშვილების საგვარეულო კერამიკის მუზეუმი იხსნება
გორში, ახალი ტურისტული ობიექტი - ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

იდეა გიორგი ტატულაშვილს ეკუთვნის, რომელიც გორში კერამიკის ოსტადად არის ცნობილი. ხელობა წინაპრებისგან ისწავლა . კერამიკაზე მუშაობდნენ მისი ბაბუა და მამა. ასევე, კერამიკაზე მუშაობს მისი ძმაც. სწორედ ამიტომ გიორგი ტატულაშვილს საგვარეულო მუზეუმის იდეა დიდი ხანია ჰქონდა და მუზეუმის მოსაწყობად საჭირო თანხებიც თავად შეაგროვა.

,,საგვარეულო მუზეუმის გაკეთება მინდოდა იმიტომ, რომ ოჯახში ყველა ამ საქმეზე ვმუშაობდით. მამაჩემი, პაპაჩემი, ჩემი ძმა და მე. ამ მუზეუმშიც ჩვენი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. მუზეუმში სტუმრობა ფასიანი იქნება, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია რა იქნება ღირებულება. ჯერ გავხსნათ და რავიცი, მერე ვნახოთ’’ - გვითხრა გიორგი ტატულაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის შეფასებით ტურისტებს მუზეუმი ძალიან მოეწონებათ.

,,ეს ძალიან საინტერესო ადგილი იქნება. ტურისტებს ძალიან მოეწონებათ. დიდი ხანია გვინდოდა მსგავსი ტურისტული ობიექტის გახსნა.’’ - ამბობს რობერტ მაღლაკელიძე.

კერამიკის მუზეუმი 2 6 დეკემბერს 15:00 საათზე, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და გორის მერიაც დაესწრება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები