გორში მოზარდ გოგონას, რომელიც თავშესაფარში ცხოვრობდა, მესამე დღეა ეძებენ
გორში მოზარდი გოგონა მესამე დღეა არასრულწლოვანთა თავშესაფარში არ გამოცხადდა. ამის შესახებ პოლიციას ჯერ კიდევ 22 დეკემბერს აცნობეს.

ძებნის შესახებ გადაწყვეტილება შს სამინისტროს გორის სამმართველოში დღეს მიიღეს. პრეს-სამსახურის განცხადებით, შსს-ს თავშესაფრიდან და ახლობლებმა აცნობეს.

არასრულწლოვანთა თავშესაფარში გოგონა 22 დეკემბერს, საღამოს 10 საათამდე უნდა მისულიყო. ის თავშესაფარში, ოჯახური ძალადობის გახმაურებული ფაქტის შემდეგ, იყო მიყვანილი. მამამისი დაკავებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები