კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 19-წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, 19-წლის ბიჭის ცხედარი სოფლის განაპირას მდებარე ბაღში იპოვეს.

მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ თემში, ტარიელ ოხანაშვილი აცხადებს, რომ ადგილზე ნანახი სიტუაცია სუიციდის ნიშნებს შეიცავს.

მისი განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჩანდა.

გამოძიებას კასპის შს სამმართველო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები