Qartli.ge აგრძელებს სტატიებისა და ვიდორეპორტაჟების მომზადებას ოსურ ენაზე
საინფორმაციო სააგენტო Qartli.ge-ს რედაქცია აგრძელებს სტატიების და მულტიმედია მასალების გამოქვეყნებას ოსურ ენაზე. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

ოსურ და რუსულ ენაზე ნათარგმნი მასალები, სოციალურ ქსელში, არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ინტერნეტმომხმარებლებში. განსაკუთრებით, აღნიშვნის ღირსია იმ საზოგადოების ჩართულობა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს და კავშირები, როგორც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ნათესავებთან აქვთ.

,,შეგვიძლია გავიხსენოთ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდუს მაგალითი, სადაც სიუჟეტის გადასაღებად ჩასულებს, სოფელში, ვლადიკავკაზელი ჟურნალისტი დაგხვდა. ის წარმოშობით ამ სოფლიდან ყოფილა, თუმცა ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს. გვითხრა, რომ ჩვენს მედიასაშუალებას იცნობს, რადგან რამდენიმე ვიდეომასალა ნახა კლდუს მეზობლად მცხოვრებ ადამიანების შესახებ." . ასევე, აღნიშვნის ღირსია იუთუბზე გაკეთებული ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი, რომელიც წერდა, რომ ოსურ ენაზე Qartli.ge-ს მიერ მომზადებულ ვიდეომასალებს ყოველთვის ნახულობს და შინაარსს იგებს. აღნიშნა, რომ საახლობლოში ყველას ურჩია ჩვენი არხის გამოწერა იუთუბზე" - აცხადებს Qartli.ge -ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი.

Qartli.ge ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიის მიღმა მცხოვრებ იმ ადამიანებს მიაწოდოს რეგიონის შესახებ მნიშვნელოვანი ამბები იმ ენაზე, რომელიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები