ტყვიავში ნიკო კეცხოველის დაბადების დღეს აღნიშნავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ნიკო კეცხოველის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

იმ სახლის ეზოში, სადაც ნიკო კეცხოველი დაიბადა, გარემოს დაცვის საკითხებზე შექმნილი ნახატები გამოფინეს. 

ღონისძიებაში მონაწილეობას ნიკო კეცხოველის პრემიის პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები და მოსწავლეები იღებენ.

ორგანიზაცია ,,სენი"-ს წარმომადგენელმა პროექტის ახალ მონაწილეს ერგნეთის სკოლას კომპიუტერი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის წევრებმა პეტიციის შედგენა დაიწყეს, რომლის მიხედვით, კეცხოველის სახლს მუზეუმის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები