ახალი ამბები
ნაძვის ხეები შიდა ქართლში სიმაღლის მიხედვით
გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების წინ საახალწლო ნაძვის ხეები უკვე მოირთო.


ყველაზე მაღალი ნაძვის ხე გორში დგას, შემდეგ მოდის კასპის ნაძვის ხე, მესამე ადგილზე ქარელის ნაძვის ხეა, მეოთხე კი - ხაშურის.


სატენდერო დოკუმენტაციების მიხედვით, გორის ნაძვის ხე გასულ წელს შეიძინეს და მისი სიმაღლე 22 მ-ით განისაზღვრა, შემდეგ მოდის კასპის მუნიციპალიტეტის ნაძვის ხე, რომელიც 12 მ სიმაღლისაა.


ქარელის ნაძვის ხის სიმაღლე 10 მ-ია, ხოლო ხაშურის - 8 მ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები