გორში საახალწლო საჩუქარს 1800 ბავშვი მიიღებს
ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები და სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ. 

ამისათვის გორის მერიამ 1800 სასაჩუქრე პაკეტს ამზადებს.

საახალწლო საჩუქრები ნაძვის ხის ზეიმზე დარიგდება. მოსაწვევებს ბავშვების მშობლებს მერის წარმომადგენლები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები დაარიგებენ. 

გასულ წელს, ასეთი საჩუქარი სულ 2000-მა ბავშვმა მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები