ახალი ამბები
,,ბრძანება არ მოგვსვლია" - სტალინის პირადი ვაგონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
,,ჯერ ოფიციალური დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს, რომ დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია" - გვითხრა სტალინის სახლ-მუზეუმის წარმომადგენელმა, ქეთევან ახობაძემ.

დღეს ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გორში, საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის გვერდით მდგარ ვაგონს კულტურული მამკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

qartli.ge ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მუზეუმს დაუკავშირდა:

,,ქალბატონი ლიას ინიციატივით, (ლია ოქროპირიძე - მუზეუმის დირექტორი) ჩვენ მოვითხოვეთ ამ ვაგონისთვის ძეგლის სტატუსი მინიჭება, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ისეთივე უფლებით უნდა სარგებლობდეს, როგორც სხვა ძეგლები. მასაც ჭირდება ისეთივე მოვლა და შენახვა, როგორც სხვა ძეგლს. ამიტომ, როცა ჩამოგვივა ეს დოკუმენტი, ამის შემდეგ, შეგვიძლია გითხრათ, რომ ვაგონს ძეგლის სტატუსი უკვე აქვს" - გვითხრა ქეთევან ახობაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები