გორის საავადმყოფოში მამაკაცი მიმღებ განყოფილებაში გარდაიცვალა
გორის საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 23 დეკემბერს დილის 5 საათზე მოხდა. მამაკაცი თავის ფეხით მივიდა თუ მიიყვანეს, ეს გარემოება სადავო გახდა.

ფაქტის შესახებ qartli.ge-ს გარდაცვლილის შვილი ესაუბრა.

მისი თქმით, პოლიციამ გამოძიება საკუთარი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე დაიწყო, თუმცა ეჭვი აქვს, რომ უცნობმა პირებმა ცემის შემდეგ მამამისი საავადმყოფოში მიიყვანეს და დააგდეს:

,,ჩვენი ინფორმაციით, მამაჩემი ნაცემი მიიყვანეს და დააგდეს საავადმყოფოს ეზოში. საავადმყოფოში გვეუბნებიან, რომ იქ თავის ფეხით მივიდა, მაგრამ ვეღარ ვუშველეთო. თუ თავის ფეხით მივიდა მამაჩემი, მაშინ რატომ ვერ გადაარჩინეს? მე ვითხოვ, ამოღებულ იქნას სათვალთვალო კამერები, თუ როგორ მივიდა ან თუ მიიყვანეს მამაჩემი გორმედში" - გვითხრა გარდაცვლილის შვილმა, ინგა მთავარაძემ.

გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, ის სოფელ შინდისში ცხოვრობდა. არსად მუშაობდა და ოჯახის წევრებს წარმოდგენა არა აქვთ, თუ ვისთან ან სად შეიძლება მიეღო ასეთი მძიმე ხარისხის დაზიანებები.

,,გორმედში" ჯერ-ჯერობით კომენარს არ აკეთებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები