აგარაში მანქანა კედელთან მდგომ მამაკაცს დაეჯახა
ტრაგედია მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარასთან. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მანქანა კედელს დაეჯახა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი იდგა.

დაახლოებით 35 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დაადგინდა, რომ საჭესთან მძღოლი ნასვამი იჯდა. 

შს სამინისტროს ცნობით,  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები