ახალი ამბები
გორის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები ამერიკის კონკურსში იღებენ მონაწილეობას
ანა ტაბატაძე დამდეგ 2020 წელს ამერიკის კონკურსში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ qartli.ge-ს პედაგოგმა ლამარა ბარამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ანასთან ერთად, ამ კონკურსში თეკლე მირუაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება 2019 წელს, სამუსიკო სასწავლებელში აცხადებენ, რომ წლევანდელი წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

,,ყველა პედაგოგი თავდაუზოგავად მუშაობს. ჩვენი სასწავლებლის მოსწავლეებმა თითქმის ყველა კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კონკურსში. არ გამოგვიტოვებია არც ერთი მათგანი, ყველგან წარმატებით გამოვდივართ" - აცხადებს ლამარა ბარამიძე.

2019 წელს, დამამთავრებელმა მოსწავლებმა ნიჭიერთა 10-წლედში ჩააბარა. ამ სასწავლის მოსწავლეა ალექსანდრ ზაზარაშვილი. თბილისის გალა კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საბა მინდიაშვილმა, გიორგი ბალიაშვილმა და ნიკა დოკაძემ, სადაც ფულადი პრემია მიიღეს. ამავე სკოლის მაღალკლასელია მრავალი ჯილდოს მფლობელი ციცი ჯოლბორდი. სკოლას სოფო მირუაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც წლების განმავლობაში გორის ცნობილ ქალთა კამერული გუნდის წევრი იყო.

გორის სამუსიკო სასწავლებელს 80 წელი უსრულდება.

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები